Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გურამ რამიშვილი
ენათმეცნიერი
date of birth 1932

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების განყოფილება; 1958 წელს - ასპირანტურა გიორგი ახვლედიანის ხელმძღვანელობით. 

1973 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრას; 1973 წელს გახდა ჰუმბოლდტის სახელობის ფონდის პირველი ქართველი სტიპენდიანტი და 1974 წლამდე მუშაობდა ბონის უნივერსიტეტში (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა); 1990-1995 წლებში იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის რექტორი. მისი მეცნიერული კვლევის მთავარი მიმართულება იყო ენის ფილოსოფია, ჰუმბოლდტოლოგია, სემანტიკის თეორია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი. მისი რედაქციით, წინასიტყვაობითა და კომენტარებით დაიბეჭდა ვ. ფონ ჰუმბოლდტის თხზულების რუსული თარგმანი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰუმბოლდტის ენის თეორიის ზოგი საკითხი", დაიცვა 1960 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ენის შინაფორმის პრობლემა თანამედროვე ლინგვისტიკაში", დაიცვა 1970 წელს (იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნუვერსიტეტი). 

 გურამ რამიშვილმა 1982 წელს დააფუძნა ახალი სკოლა, რომელიც რამდენიმე წელიწადში ე.წ. "გერმანული სკოლების ქსელად" გადაიქცა. ამ სკოლებში გერმანული და სხვა უცხო ენების გაღრმავებული სწავლება უპირველეს ყოვლისა დედა ენის  - ქართულის - სრული სისავსით აღქმასთან და ათვისებასთან იყო კოორდინირებული. 1989 წელს მიიღო ძმები გრიმების სახელობის გერმანიის სახელმწიფო პრემია, გერმანელი ენათმეცნიერის ლეო ვაისგერბერის სახელობის მედალი თვით ლ. ვაისგერბერის რეკომენდაციით (ბონის უნივერსიტეტი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა). 

ნაშრომები:

 

  • ქართული ენის სწავლების მეთოდიკა პედაგოგიური სასწავლებლებისათვის: მე-3 გამოცემა, თბილისი, სამეცნიერო-მეთოდოლოგიური კაბინეტის გამომცემლობა, 1957.
  • ენის ენერგეტიკული თეორიის საკითხები, თბ.: განათლება, 1978.

ბიბლიოგრაფია