Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვასილ პატარაია
მწერალი, დრამატურგი
date of birth 1895

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

1919-1921 წლებში იყო თბილისში სტატისტიკური განყოფილების ინსტრუქტორი; 1921-1922 წლებში ამავე განყოფილების გამგე; 1922-1925 წლებში რუსთაველის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1925-1929 წლებში ხელოვნების მუშაკთა კავშირის განყოფილების გამგე; 1929-1931 წლებში ოპერისა და ბალეტის თეატრის უფროსი ადმინისტრატორი; 1931-1932 წლებში ბათუმის თეატრის დირექტორი; 1932-1935 წლებში ქართული სიმფონიური ორკესტრის დირექტორი; 1936-1939 წლებში ოპერისა და ბალეტის თეატრის რეჟისორი; 1939-1940 წლებში ქართული სახელმწიფო ესტრადის სამხატვრო ნაწილის გამგე; 1940-1944 წლებში  კ. მარჯანიშვილის თეატრის ლიტერატურული განყოფილების გამგე; 1944-1946 წლებში ოპერისა და ბალეტის ლიტერატურული განყოფილების გამგე; 1922 წელს თანამშრომლობდა  გაზეთ "ტრიბუნაში", სხვადასხვა ფსევდონიმებით ათავსებდა სატირულ წერილებსა და ლექსებს "ცისფერყანწელების" წინააღმდეგ; 1948 წელს დაწერა კომედია "უჩა უჩარდია", რომელიც დაიდგა რუსთაველის სახელმწიფო თეატრში და საქართველოს სხვადასხვა თეატრებში;

1952 წლიდან იყო საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის წევრი, 1965 წლიდან - საქართველოს ხელონების დამსახურებული მოღვაწე.

1950 წელს კ. მარჯანიშვილის თეატრმა დადგა მისი პიესა "სანაპიროზე", რომელიც შემდეგ დაიბეჭდა ცალკე წიგნად ქართულ და რუსულ ენებზე; ავტორია პიესებისა: "თეთრკანიანები", "რუსთაველები", "მელიას კუდი", "ქალიშვილი ზღვის პირას", "ის მეძახის", "მთვარეული", "დავალების შესრულება"; დაწერილი აქვს საოპერო ლიბრეტო "ნაილი"(1951, 4 მოქმედებად).