Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ავთანდილ პოპიაშვილი
ფილოსოფოსი
date of birth 1944

1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით.  1970-1977 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტი.

1973 წლიდან იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977 წლიდან შეთავსებით იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი. მისი კვლევა-ძიების მთავარი სფერო იყო გერმანული კლასიკური ფილოსოფია. იგი ეროვნული პრობლემატიკისა და პოლიტიკის თემებისადმი მიძღვნილი მრავალრიცხოვანი სტატიისა და პუბლიცისტური წერილის ავტორია. 1990-1991 წლებში იყო  საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი.

ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). მის მშობლიურ სკოლას სოფელ გამარჯვებაში 1998 წლის 1 სექტემბრიდან ეწოდა ავთანდილ პოპიაშვილის სახელი. 

ბიბლიოგრაფია