Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბეჟან თუთბერიძე
გეოლოგი
date of birth 1943

დაიბადა 1943 წლის 15 ოქტომბერს.

1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაციით.

1969 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 

1997–2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგია-პეტროლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის კათედრის გამგე;

1994 წლიდან გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია, 1997 წლიდან პროფესორი.

2003–2005 წლებში  გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი;

2012 წლიდან გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია;

მისი შრომები ეხება ვულკანოლოგიის, გეოქიმიის, პეტროლოგიისა და მინერალოგიის საკითხებს;

შეისწავლა საქართველოს ნეოგენურანთროპოგენურ ვულკანიზმთან დაკავშირებული პოსტვულკანური ჰიდროთერმული მინერალიზაციის პროცესები. 

ბიბლიოგრაფია:

  • მაგმური ქანების პეტროლოგია კრისტალოოპტიკის საფუძვლებით, თბ.: თსუ გამომცემლობა, 2018.
  • მინერალოგია, თბ.: თსუ გამომცემლობა, 2010.