Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ირაკლი ელიავა
ბიოლოგი
date of birth 1928

1947-1948 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე; დაამთავრა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგია-ნიადაგმცოდნეობის ფაკულტეტი 1953 წელს.

1955-1958 წლებში იყო  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1962 წლიდან არის ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი; 1984 წლიდან ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; 1958-1982 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; ნიადაგის ბიოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 1982 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ზოოლოგიის კათედრის გამგე; 1987 წლიდან იმავე უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაულტეტის დეკანი; 1989-2005 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 2005 წლიდან ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ნემატოლოგიის ლაბორატორიის გამგე.

ირაკლი ელიავას მეცნიერული ინტერესების სფეროა: ნემატოლოგია, ცხოველთ ეკოლოგია, ევოლუციური მოძღვრება.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "დორილაიმიდას რიგის ნემატოდების სისტემატიკა, ფილოგენია და ეკოლოგია", დაიცვა 1984 წელს.

1985 წელს მიიღო პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია. 2000 წლიდან ღირსების ორდენის კავალერია.

ბიბლიოგრაფია