Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ალექსანდრე ელერდაშვილი
ლიტერატურათმცოდნე
date of birth 1956

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სპარსული ენისა და ლიტერატურის განხრით 1978 წელს.

თანამშრომლობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მთარგმნელობით კოლეგიასთან. 1996 წლიდან იყო  გაზეთ "ფანტაზიის" და მასთან არსებული გამომცემლობის მთავარი რედაქტორი. არის მთარგმნელთა კლუბის ხელმძღვანელი. მისი პირველი თარგმანები დაიბეჭდა სტუდენტობის პერიოდში "უნივერსიტეტის გაზეთში". თარგმნილი აქვს არა ერთი პოეტური კრებული, სადაც შესულია რუდაქის, ფირდოუსის, ხაიამის, რუმის, პეტრარკას, შექსპირის და სხვა პოეტთა ლექსები. გამოცემული აქვს უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (სამ ტომად), სპარსულ-ქართული ლექსიკონი, სპარსული ქრესტომათია, პოეტური თარგმანის ანთოლოგია.

2017 წელს მიიღო ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია. ამავე წლიდან არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

ბიბლიოგრაფია