Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარიამ ელიზბარაშვილი
გეოგრაფი
date of birth 1972

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ატმოსფეროს ფიზიკის სპეციალობით 1995 წელს. 

1995 წელს მუშაობა დაიწყო ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში; 1996 წელს ჩაირიცხა მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. იმავე წელს გაიგზავნა ისრაელში ასპირანტთა კურსებზე კვალიფიკაციის ასამაღლებლად სპეციალობაში "მონაცემთა ბაზების დამუშავება აგრომეტეოროლოგიაში" და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი. 1999 წელს მიენიჭა პრეზიდენტის სახელობის სტიპენდია.

 სამეცნიერო ინტერესები: გეოგრაფიული საინფომაციო სისტემების გამოყენება გეოგრაფიული, ეკოლოგიური და სოციალური საკითხების ანალიზისათვის; რეგიონალური კლიმატური ცვლილებები; ამინდისა და კლიმატის ექსტრემალური მოვლენები; ლანდშაფტური მეცნიერებები.

არის თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. მიღებული აქვს საქართველოს გეოფიზიკური საზოგადოების ახალგაზრდა მეცნიერთა პრემია (2003). არის გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტემპერატურსი ველის ემპირიული მოდელის აგება მთიანი ქვეყნების პირობებში" (საქართველოს მაგალითზე), დაიცვა 1999 წელს.

ბიბლიოგრაფია