Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნოდარ ელიზბარაშვილი
გეოგრაფი
date of birth 1959

1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით. 1982-1986 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის კურსი გაიარა.

1985 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სალექციო კურსები: საქართველოს გეოგრაფია, გეოგრაფიის აქტუალური საკითხები, ლანდშაფტური დაგეგმარება, კავკასიისა და მეზობელი ქვეყნების გეოგრაფია, გეოგრაფიის საფუძვლები, გამოყენებითი გეოგრაფია; 1991 წელს მიიღო - დოცენტის, ხოლო 2004 წელს - პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება.

1997-2003 წლებში იყო თბილისის მერიის მასწავლებელთა პრემიების მიმნიჭებელი ჟიურის წევრი, კომისიის თავმჯდომარე საქართველოს გეოგრაფიაში; 1998-2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს გეოგრაფიის კათედრის დამაარსებელი და საქართველოს გეოგრაფიის საუნივერსიტეტო სწავლების ორგანიზატორი, კათედრის გამგე; 2001 წლიდან სამეცნიერო ჟურნალის "საქართველოს გეოგრაფია" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი; 2001-2007 წლებში იყო მსოფლიო ბანკის სატყეო სექტორის განვითარების ცენტრის საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი; 2002-2003 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული განათლების საბჭოს წევრი; 2003 წლიდან კავკასიის რეგიონული ეკოლოგიური ცენტრის (REC Caucasus) ექსპერტი (მდგრადი ეკოლოგიური განვითარების საკითხებში); 2008 წლიდან კავკასიის ბიომრავალფეროვნების დაცვის საბჭოს (CBC, CEPF, WWF Caucasus) წევრი; 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის და სერტიფიკაციის ხელმძღვანელი; 2009 წლიდან საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მოქმედი "საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბუნების ძეგლების აღრიცხვის, მათი მდგომარეობის აღწერის და შესაბამისი დაცვის რეჟიმის პერსპექტივის განმსაზღვრელი კომისიის" წევრი; 2010 წლიდან საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის (IGU, G12.25, C16.25) ლანდშაფტური ანალიზისა და ლანდშაფტური დაგეგმარების კომისიის ხელმძღვანელი; 2012 წლიდან გაეროს გარემოს პროგრამის (UNEP): საქართველოს ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკური შეფასება (TEEB) - განვითარების საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2012 წლიდან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის: GLOBAL ADVANCED RESEARCH JOURNAL OF GEOGRAPHY AND REGIONAL PLANNING სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2012 წლიდან Swiss National Science Foundation, The Mountain Research Initiative (Switzerland) ექსპერტი; 2014 წლიდან National Geographical Journal of India (NGJI) საერთაშორისო სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2014 წლიდან სამეცნიერო ჟურნალის: Geography of Mountain Regions მთავარი რედაქტორი; 2015 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს ფონდის "გაამწვანე საქართველო" ექსპერტი;  2015 წლიდან საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის (ბერნის უნივერსიტეტთან) კოორდინატორი. მონაწილეობდა რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაში. არის გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეგიონული გეოგრაფიის და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრის გამგე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბუნებრივ-აგრარულ ტერიტორიულ კომპლექსთა მდგომარეობების შესწავლის საკითხები (საქართველოს მაგალითზე)", დაიცვა 1988 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მთიანი ტერიტორიების ლანდშაფტურ-ეკოლოგიური დაგეგმარების საფუძვლები (საქართველოს მაგალითზე)", დაიცვა 2003 წელს.

ბიბლიოგრაფია