Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარინე ლაზარაშვილი-ჯიბლაძე
გეოგრაფი
date of birth 1951

1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით.

1974 წლიდან პერიოდულად მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიულ სტაციონარში ლაბორანტის თანამდებობაზე; 1976 წლიდან შეთავსებით ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საშუალო სპეციალური განათლების სისტემაში; 1997 წლიდან მუშაობდა თბილისის სამგორის რაიონის განათლების განყოფილებაში გეოგრაფიის სწავლების მეთოდისტად. რაიონის სკოლების ბაზაზე ჩამოაყალიბა "მცირე გეოგრაფიული საზოგადოება". მარინე ლაზარაშვილი ასევე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიულ სტაციონარში ინჟინრის თანამდებობაზე. პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საშუალო სპეციალური განათლების სისტემაში. გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა ნაწილი ეხება მეთოდურ საკითხებს. მისი თანაავტორობით გამოიცა "სამუშაო რვეულები გეოგრაფიაში" VIII და IX კლასებისათვის (1998).