Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დოდო ლომიძე
ისტორიკოსი
date of birth 1940

1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1974 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების საზოგადოებრივი პროფესიის ფაკულტეტი მუსიკისმცოდნის სპეციალობით.

მუშაობდა კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; დამუშავებული აქვს ნიკო ბერძენიშვილის პირადი არქივი და იყო მისი სახელობის კაბინეტის გამგე; კითხულობდა საქართველოს ისტორიის ლექციების კურსს ახალციხის უნივერსიტეტში, ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს სოფელ დიღმის სამუსიკო სკოლაში; დ. ლომიძის სამეცნიერო საქმიანობა მოიცავდა XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიის პოლიტიკურ და კულტურულ საკითხებს. საბჭოთა პერიოდში საქმიანი მიმოწერა ჰქონდა ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და არქეოლოგიის კათედრის ხელმძღვანელთან, პროფესორ ვახტანგ ჯობაძესთან. მის მიერ გამოგზავნილი ფოტომასალები, რომლებიც უცხოეთის სიძველეთსაცავებში დაცულ ქართულ ხელოვნების ნიმუშებსა და ტაო-კლარჯეთის ძეგლებს ასახავს, ამჟამად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. დ. ლომიძის მონოგრაფია "ყიზილბაშობა 1735-1749 წლების აღმოსავლეთ საქართველოში" გამოიცა მისი გარდაცვალების შემდეგ.

ბიბლიოგრაფია