Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლალი ლაზარაშვილი
იურისტი
date of birth 1950

1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1997 წელს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1999 წელს სტოკჰოლმის სამეფო ტექნიკური ინსტიტუტის მაგისტრატურა.

იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კერძო სამართლის დეპარტამენტის კონსულტანტი, სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის წევრი; 1996-2000 წლებში კერძო სამართლის სამმართველოს საუწყებო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილების უფროსი; კერძო სამართლის დეპარტამენტის მრჩეველი; სამართალშემოქმედების მეთოდიკის განყოფილების უფროსი; კანონმდებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2000 წელს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2000-2003 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2003-2005 წლებში თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლე; 2005-2010 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე (ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა/სამოქალაქო საქმეთა პალატა); 2006-2009 წლებში თბილისის ეკონომიურ ურთიერთობათა საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2008-2012 წლებში კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი; 2010-2012 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2011-2012 წლებში საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 1998 წლიდან სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები (სტატიები და ერთი მონოგრაფია) საკორპორაციო, სანივთო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებზე. მინიჭებული აქვს იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (სამოქალაქო სამართალი) ასევე მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიწის მართვის სფეროში.

ბიბლიოგრაფია