Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯუმბერ რუსიაშვილი
იურისტი
date of birth 1950

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1976 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1976-1981 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად; 

1981-1983 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ უმაღლეს სასამართლოში კონსულტანტად, უფროს კონსულტანტად; 

1982-1984 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; 

1991-1999 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 

 1999-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განზოგადების განყოფილების სექტორის გამგედ; 

2001-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 

2005 წლიდან -  თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; არის სამეცნიერო სტატიების ავტორი, თანაავტორი ნაშრომებისა: "სამოქალაქო სამართლებრივი ნორმა და მისი შეფარდება" (1977), "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარი" (2000).

ბიბლიოგრაფია