Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტარიელ რეხვიაშვილი
ფილოსოფოსი
date of birth 1937

1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.

მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრაზე. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი ობიექტია სუბიექტის არაცნობიერი და ცნობიერი, მიზანშეწონილი და მიზანდასახული აქტივობის პრობლემა.

დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის საფუძველზე აწარმოებდა რაციონალისტური და ირაციონალისტური შეხედულებების ფილოსოფიურ ანალიზს, სუბიექტის გააზრებულ აქტივობას განიხილავდა ინტუიციასა და განწყობასთან მიმართებაში. მისთვის, როგორც ფილოსოფოსისთვის სუბიექტის აქტივობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა სიცოცხლის საზრისის გარკვევა, ღირებულებათა წვდომა და თავისუფალი მოქმედება, სადაც, აზროვნებასთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს განწყობა და ინტუიცია.

 მის კალამს ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო სტატია. 

1992 წლიდან არის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, 1993 წლიდან პროფესორი.

ბიბლიოგრაფია