Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზურაბ რთველიაშვილი
პოეტი
date of birth 1967

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

 1987-1990 წლებში მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში;

1990-იან წლებში გამოდიოდა პოეტური პერფორმანსებით; 

იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის ინსტიტუტის" ერთ-ერთი ლიდერი;

 2010-2020 წლებში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობდა შვედეთში;

 გამოქვეყნებული ჰქონდა რამდენიმე პოეტური კრებული; მონაწილეობდა პოეტურ პერფორმანსებში საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში.

 მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ნორვეგიულ, ჰოლანდიურ, უკრაინულ, რუსულ, სპარსულ, აზერბაიჯანულ და ბენგალურ ენებზე. შესრულებული აქვს როლები ფილმებში, მათ შორის მთავარი როლი გერმანელი რეჟისორის ჯულიან რადლმაიერის მხატვრულ ფილმებში "მოლანდება ევროპაში" (2011) და "ბიურგერული ძაღლის თვითკრიტიკა" (2017).

2018 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია ,,საბა’’  წლის საუკეთესო პოეტური კრებულისთვის: პოეზიის დიქტატურა.

ბიბლიოგრაფია