Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბესარიონ ზოიძე
იურისტი
date of birth 1953

დაიბადა 1953 წლის 27 ივნისს, შუახევის რაიონში, სოფელ დაბაძველში.

1976 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1980 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე; „სახელშეკრულებო და დელიქტური პასუხისმგებლობის თანაფარდობა სამოქალაქო სამართალში“, ხოლო 1994 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ფეოდალური საქართველოს მემკვიდრეობითი სამართალი“.

1982-1992 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1992-1993 წლებში  მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, კერძო სამართლის განყოფილების გამგე, 1993-1996 წლებში დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 1996-1999 წლებში დირექტორი.

 1994 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის კათედრის პროფესორი.

 2005 წლიდან არის იმავე უნივერსიტეტის  რომის სამართლის და კერძო სასამართლოს ისტორიის პროფესორი.

ბესარიონ ზოიძე წლების განმავლობაში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი.

ბიბლიოგრაფია