Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დავით ნარმანია
ეკონომისტი
date of birth 1979

დაიბადა 1979 წლის 7 მარტს, ზუგდიდის რაიონ, სოფელ კოკში.

2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი საერთაშორისო ბიზნესის მართვის სპეციალობით .

1998 წელს გახდა ჯორჯ შულცის სახელობის სტიპენდიანტი.

 1999-2001 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ეკონომიკური განათლების პროგრამის კოორდინატორი;

2001-2003 წლებში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების და ფინანსთა სამინისტროების  უფროსი სპეციალისტი და სამინისტროს სათათბირო ორგანოს მდივანი;

2003-2004 წლებში საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტის საგადასახადო-საბიუჯეტო პროგრამის კოორდინატორი;

 2004-2005 წლებში კომპანია "ბიზნეს კონსტალტინგის ჯგუფის" გენერალური დირექტორი;

2012-2014 წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;

 2014-2017 წლებში ქ. თბილისის  მერი.

2017 წელს დაინიშნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად.

ბიბლიოგრაფია:

ნარმანია დ., ფარესაშვილი ნ., რისკ-მენეჯმენტი ბიზნესში: [სახელმძღვანელო], თბ.: უნივერსალი, 2012.