Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნინო გვენეტაძე
იურისტი
date of birth 1964

დაიბადა 1964 წლის 27 იანვარს ხაშურში.

1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1993 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა  სისხლის სამართლის მიმართულებით.

1994-1999 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. სხვადასხვა დროს იყო  მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამმართველოს მთავარი კონსულტანტი, საკანონმდებლო განზრახულებათა განყოფილების უფროსი,  საჯარო სამართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე, საჯარო კანონმდებლობის განყოფილების უფროსი,  საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამართლის ჰარმონიზაციისა და ნორმატიული აქტების ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

1995 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:,,დანაშაულის ორგანიზატორი“.

1999-2008 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის დოცენტი და ასოცირებული პროფესორი,

 2007 წლიდან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის პროფესორი, სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი.

2015-2018 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

ნინო გვენეტაძე არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

2004 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პედაგოგი სისხლის სამართალში.

პარალელურად მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობრივ პოზიციებზე.

1998-99 წლებში იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.

2010-2012 წლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სისხლის სამართლის ექსპერტი.1999-2006 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი, შემდეგ თავმჯდომარე.

ბიბლიოგრაფია:

გვენეტაძე ნ., მამულაშვილი შ., პასუხისმგებლობა სამეწარმეო და სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, თბ.: 2000.