Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვალერი რამიშვილი
ფილოსოფოსი
date of birth 1956

დაიბადა 1956 წლის 29 იანვარს.

1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. ფილოსოფიისა და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებლის სპეციალობით.

1983 წელს ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა.

1984 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე, ფილოსოფიის ფაკულტეტის ლაბორანტიდან პროფესორის რანგამდე.

1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,თვითშემეცნების ფილოსოფიური პრობლემა“, ხოლო 1999 წელს- სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ადამიანი და ხვედრი (დროის მეტაფიზიკა)“.

 2004-2006 წლებში  იყო ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანი.

2007-2008 წლებში  – IB ევროკავკასიური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.

2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის თეორიული ფილოსოფიის კათედრის პროფესორი.

ვალერიან რამიშვილის სამეცნიერო კვლევის თემას წარმოადგენს: ფილოსოფიური ანთროპოლოგიის, თეორიული ფილოსოფიის, ჰერმენევტიკისა და სოციოლოგიის პრობლემები. ასევე იკვლევს  ეგზისტენციალიზმისა და ფენომენოლოგიის პრობლემებს.

ბიბლიოგრაფია:

ადამიანი და ხვედრი: დროის მეტაფიზიკა, თბ.: თსუ გამომცემლობა, 2002.

ანდრო შუბლაძე (1875-1958), თბ.: თსუ გამომცემლობა, 1878.

განმავითარებელი სწავლების პრობლემატიკა დედაენაში, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1982.

XX საუკუნის ფილოსოფია, 1 ნაწილი, თბ.: მერიდიანი, 2016.

XX საუკუნის ფილოსოფია, 2 ნაწილი, თბ.: მერიდიანი, 2016.