Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გურამ თოფურია
ენათმეცნიერი
date of birth 1930

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება.

1957 წლიდან არის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

1960-1966 წლებში იყო  ენათმეცნიერების ინსტიტუტის სწავლული მდივანი;

1966 წლიდან მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

1973-1987 წლებში იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში;

 1998 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების გამგე; 

გურამ თოფურია იყო ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ (დაღესტნური) ენათა მკვლევარი;

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბრუნების მორფოლოგია დაღესტნურ ენებში", დაიცვა 1988 წელს.

2000 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი. ასევე არის არნოლდ ჩიქობავას სახელობის პრემიის გამარჯვებული.

ბიბლიოგრაფია:

  • იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების ბიბლიოგრაფია, თბ.: საჩინო, 2016.
  • იბერიულ-კავკასიურ ენათა ლინგვისტური ბიბლიოგრაფია, თბ.: [გ.გ], 2014.
  • ლეზგიური ზმნის ძირითადი მორფოლოგიური კატეგორიები. კიურიული და ახტის დიალექტების მონაცემთა მიხედვით, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1959.