Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნოდარ თოფურია
ეკონომისტი
date of birth 1929

1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

მუშაობდა დაღესტანსა და გალის რაიონში სახელმწიფო დაწესებულებებში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე; 1964–1969 წლებში იყო უფროსი მეცნიერი თანამშრომელი საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებულ სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1978–

1985 წლიდან არის საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი.

1986 წლებში საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის კვების მრეწველობის განყოფილების უფროსი;

1969–1996 წლებში პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონიკის კათედრაზე;

აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ "ეკონომიკის" რედაქციასთან;

 1992 წელს დააარსა სოფელ განათლებისკარის განათლებისა და კულტურული აღორძინების საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ფულადი პრემიით ყოველწლიურად აჯილდოებდა სოფლის საუკეთესო პედაგოგებსა და წარჩინებულ მოსწავლეებს; გარდაცვალების შემდეგ განათლებისკარის სკოლას მიენიჭა მისი სახელი;

მისი მეცნიერული კვლევის სფერო იყო საზოგადოებრივი წარმოების ეფექტიანობისა და ინტენსიფიკაციის, საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკისა და მართვის ორგანიზაციის აქტუალური პრობლემები; არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ბიბლიოგრაფია