Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლამარა გეგეჭკორი
ფილოლოგი
date of birth 1931

1956 წელს  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია.

1967 წელს მისი ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა უცხოურ ენებზე ზეპირმეტყველების ლაბორატორია, რომელიც 1982 წელს გადაკეთდა უცხოური  ენების ინტენსიური სწავლების რესპუბლიკურ ცენტრად. 1988 წლიდან ლამარა გეგეჭკორი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ენის კათედრის გამგე. მას დამუშავებული აქვს უცხოური ენების ინტენსიური სწავლების  ახალი მეთოდური სისტემა, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა საზღვარგარეთის ქვეყნებში. ფრანგულიდან თარგმნა ჰ. ფოგტის "ქართული ენის ფონემატური სტრუქტურა" (1975). პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1980).

ბიბლიოგრაფია