Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გივი გამსახურდია
ეკონომისტი
date of birth 1937

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით.

1965-1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი;

1977-1990 წლებში ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კათედრის გამგის მოადგილე, ცენტრალური კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების ინსპექტორი, ფინანსთა სამინისტროს ფინანსების და ფულის მიმოქცევის მთავარი სამმართველოს უფროსი, აბაშის რაიკომის მდივანი, საქართველოს სახალხო კონტროლის თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი; 1994 წლიდან  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და კრედიტების კათედრის გამგე; შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სრული პროფესორი. ავტორია 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის, არაერთი მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოსი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი პრობლემები თანამედროვე ეტაპზე", დაიცვა 1995 წელს. 

ბიბლიოგრაფია:

საქართველოს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი პრობლემები თანამედროვე ეტაპზე, თბ.: მერიდიანი, 1995.

ფინანსების როლი საქართველოს გარდამავალი ეკონომიკაში, თბ.: მერიდიანი, 1997.