Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონსტანტინე გაბუნია
ეკონომისტი
date of birth 1906

1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი.

მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ სტატისტიკურ სამმართველოში (ცსს) სტატისტიკოსად (1928), "საქვაჭრობაში" ეკონომისტად, კვების მრეწველობის სამინისტროში საგეგმო-ეკონომიკური განყოფილების უფროსად (1936-1957), იყო ამ სამინისტროს კოლეგიის წევრი (1949-1953). 1945 წლიდან შეთავსებით, ხოლო 1957 წლიდან ძირითადად მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო მეურნეობის დაგეგმვის კათედრაზე, 1965 წლიდან იყო მრეწველობის და სოფლის მეურნეობის კათედრის დოცენტი, 1966 წლიდან - საქართველოს საგეგმო კომიტეტთან არსებულ სახალხო მეურნეობის ეკონომიკური და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (სმედესი) უფროსი-მეცნიერ მუშაკი. კონსტანტინე გაბუნიას გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, სამეცნიერო სტატიები, დამხმარე სახელმძღვანელოები და სხვ. მისი სამეცნიერო კვლევის სფერო იყო მრეწველობის ეკონომიკა, საქართველოს ჩაის მრეწველობის ეკონომიკა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 1966 წლიდან პროფესორია, 1968 წელს მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

ბიბლიოგრაფია