Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზვიად გაბისონია
იურისტი
date of birth 1976

2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2000 წელს სწავლობდა დრეზდენის გოეთეს ინსტიტუტში; 2001-2002 წლებში დოქტორანტურაში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ბრემენის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტზე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -  "საინვესტიციო დავის მონაწილე იურიდიულ პირთა იურისდიქცია", დაიცვა 2002 წელს. 

2002-2005 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის დოცენტი. 2005–2010 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვანი ფაკულტეტის სამოქალაქო, ევროპული და საერთაშორისო კერძო სამართლის კათედრის გამგე და კავკასიის სამართლის სკოლა (CSL)-ის, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის დირექტორი; 2006 წლიდან დღემდე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით; 2017-2018 წლებში თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, ხოლო 2018 წლიდან სამართლის სკოლის პროფესორი და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი; 2002-2009 წლებში იყო  "თიბისი ბანკი"-ის იურისტი; 2007-2013 წლებში სხვადასხვა საინვესტიცო პროექტებისა და საერთაშორისო კომპანიების იურიდიული დეპარტამენტის უფროსი/მჩეველი. 2004–2018 წლებში საერთაშორისო იურიდიული ფირმა "გაბისონია, დიდრიხი და პარტნიორები, კს"-ის მმართველი პარტნიორი, ასევე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "ფაინ ლაიფ თბილისი"-სა და საინვესტიციო კომპანია "ჯიელეს ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი; 2005 წლიდან დღემდე არის სხვადასხვა საერთაშორისო სამართლებრივი პროექტის ექსპერტი;

2005 წელს იყო მაქს პლანკის საზოგადოების სტიპენდიანტი; 2007-2017 წლებში მიღებული აქვს დაად-ის სტიპენდიები-სამეცნიერო კვლევებისათვის მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანისა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში, იურიდიული ფაკულტეტზე; არის 30-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.

ბიბლიოგრაფია:

საბანკო სამართალი: Bankreicht, თბილისი, იურისტების სამყარო, 2015.