Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნინო აბულაძე
ისტორიკოსი
date of birth 1973

1999 წელს დაამთავრა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ისტორიკოსის სპეციალობით.

1999 წლიდან დაიწყო მუშაობა ტიციან ტაბიძის სახელობის ქ. თბილისის N43 საჯარო სკოლაში; 2013 წლიდან თანამშრომლობდა ეროვნული შეფასებისა და გამოცდების ცენტრთან, ხოლო 2014 წლიდან შერჩეულია კომპანია Microsoft-ის მიერ, როგორც ექსპერტი და ინოვატორი მასწავლებელი; 2015 წლიდან განათლების სამინისტროში, ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტში შერჩეული იყო  მონიტორ-კონსულტანტად ისტორიაში; 2016 წელს დასახელდა მაიქროსოფტის გლობალური საგანმანათლებლო ფორუმის მონაწილედ საქართველოდან. ამავე წელს დაიწყო თანამშრომლობა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან; 2017 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა კონკურსის ფინალისტი. 2017 წელს განათლების სამინისტროს ე.ს.გ-ს დეპარტამენტმა შეარჩია საგნობრივ ექსპერტად; 2018 წლიდან ,,მე და საზოგადოების’’ მასწავლებლად დაიწყო მუშაობა თბილისის კერძო სკოლა "ჯეჯილში"; არის ავტორი დამხმარე სახელმძღვანელოსი ისტორიაში; მის მიერ შექმნილია არაერთი დამხმარე სასწავლო რესურსი ისტორიაში, სამოქალაქო განათლებაში.