Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რატი აბულაძე
ეკონომისტი
date of birth 1979

2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი.  2002 წელს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურა, ხოლო 2009 წელს დოქტორანტურა.

მუშაობდა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებში. აქტიურად თანამშრომლობდა და მუშაობდა საქართველოს 9 წამყვან უნივერსიტეტთან. ფლობს სასწავლო პროცესის მართვისა და სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობის გამოცდილებას. რატი აბულაძე არის ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტის მფლობელი, თურქეთის სახელმწიფოს სტიპენდიანტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აკადემიური განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს "უმაღლესი განათლების ხელშეწყობის" ქვეპროგრამის ფარგლებში გამარჯვებული. გამოქვეყნებული აქვს 180 სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატია. მათ შორის 70-ზე მეტი სამეცნიერო შრომა და 7 წიგნი. არის 31 საერთაშორისო და რეგიონული სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე. არჩეულია უცხოური ჟურნალებისა და  საერთაშორისო კონფერენციის საორგანიზაციო და სარედაქციო კოლეგიაში. არის ეკონომიკის დოქტორი. ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემიის (EGRA) დამფუძნებელი.

ბიბლიოგრაფია:

ელექტრონული ბიზნესი: დამხმარე სახელმძღვანელო, თბილისი.: უნივერსალი, 2016.