Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამარ აბრამიშვილი
ისტორიკოსი
date of birth 1912

1939 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1934-1937  წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ბიბლიოთეკარად, ისტორიის განყოფილების უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, ნუმიზმატიკის განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1958-1996).

თამარ აბრამიშვილი მუშაობდა საქართველოს ფარგლებში აღმოჩენილი ბიზანტიური სამონეტო განძების შესწავლის თვალსაზრისით, სისტემატიურად და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა არქეოლოგიური ექსპედიციების მუშაობაში (მცხეთის, ძველ-ანაგის, კოხოთოს, ურბნისის), ასრულებდა დიდი მოცულობის საფონდო-სამუზეუმო სამუშაოს, იყო სამი ფონდის ("ძველი ერანის მონეტები", "ბიზანტიური მონეტები" და "განძების ფონდი") მცველი. გამოქვეყნებული აქვს 32 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 5 მონოგრაფია. ისტორიის მეცნიერებათა კანდიტატი, ნუმიზმატიკოსი.

სადისერტაციო თემა- "XIII- XIVსს. დასავლურ-ქართული ფული (კირმანეული)".

წლიდან არის საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე.

ბიბლიოგრაფია:

XIII-XIV სს. დასავლურ-ქართული ფული. (კირმანეული) თბ.: საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1959.

საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ბიზანტიური მონეტები. (1966-1984 წწ.) თბ.: მეცნიერება, ს. ჯანაშიას სახ. საქ. სახელმწიფო მუზეუმი, 1989.

საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ტრაპიზონის ასპრებისა და დასავლურ- ქართული ფულის (კირმანეულის) კატალოგი, თბ.: „მეცნიერება“ (საქ.სსრ მეცნ. აკად. ს. ჯანაშიას სახ.საქ. სახელმწიფო მუზეუმი.), 1984.

საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართული მონეტების კატალოგი, თბ.: „მეცნიერება“ (საქ.სსრ მეცნ. აკად. ს. ჯანაშიას სახ.საქ. სახელმწიფო მუზეუმი.), 1974.