Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გივი გამსახურდია
ეკონომისტი
date of birth 1937

დაიბადა 1937 წლის 6 ივნისს, ქ. თბილისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით.

1955 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,საქართველოს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი პრობლემები თანამედროვე ეტაპზე“.

1965-1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი.

 1977-1990 წლებში ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კათედრის გამგის მოადგილე.

სხვადასხვა წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს ფინანსების და ფულის მიმოქცევის მთავარი სამმართველოს უფროსი. საქართველოს სახალხო კონტროლის თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.

 1994 წლიდან  იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და კრედიტების კათედრის გამგე.

გივი გამსახურდია ავტორია არაერთი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოსი.

ბიბლიოგრაფია:

საქართველოს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი პრობლემები თანამედროვე ეტაპზე, თბ.: მერიდიანი, 1995.

სოციალისტური შეჯიბრების როლი წარმოების პროცესის სრულყოფაში, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1973.

ფინანსების როლი საქართველოს გარდამავალ ეკონომიკაში, თბ.: მერიდიანი, 1997.

პოლიტიკური პარტიები საქართველოში პირველი სახალხო რევოლუციისა და რეაქციის პერიოდში, თბ.: 1994.