Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკაკი ურუშაძე
ფილოლოგი
date of birth 1918

დაიბადა 1918 წლის 27 ნოემბერს.

1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1943 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1964 წლიდან მეცნიერებათა დოქტორია, 1966 წლიდან პროფესორი.

1968 წლიდან იყო თსუ კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე.

აკაკი ურუშაძის მეცნიერული კვლევის სფერო იყო:  ბერძნულ-ქართული კულტურულ–ლიტერატურული და ენობრივი ურთიერთობის საკითხები.

ავტორია მნიშვნელოვანი გამოკვლევებისა კლასიკური ფილოლოგიის დარგში.

ბიბლიოგრაფია:

ბერძნულ-რომაული და ქართული მეტრიკის საკითხები, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1980.

მარკუსტულიუს ციცერონი: ცხოვრება და შემოქმედება, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1965.

ხოლოსელი აპოლონიოს, თბ.: არგონავტიკა, 1948.

პრომეთეს მითის ერთი თავისებური ვერსიის შესახებ, თბ.: 1951.

სიმონ ყაუხჩიშვილის დაბადების 70-ე წლისთავის გამო, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1965.

ურუშაძე აკ., ბახტაძე მ., ს. ყაუხჩიშვილის სამეცნიერო შრომების სია, თბ.: 1965.

ქართული კულტურის კერა ბულგარეთში, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1969.

ძველ ბერძნული ენა: სახელმძღვანელო უმაღლესი სკოლებისათვის, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1969.

ძველი ბერძნული ენა: სახელმძღვანელო უმაღლესი სკოლებისათვის, მეორე გამოცემა, თბ.: განათლება, 1987.

ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში: 1. გამოკვლევა; 2. ბერძნული ტესტები / პროგრამა ,,ლოგოსი’’, თბ.: თსუ გამომცემლობა, 2018.

ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში: 1. გამოკვლევა, 2. ბერძნული ტექსტები ქართული თარგმანითა და შენიშვნებით, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1964.

ქართული კულტურის კერა ბულგარეთში, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1969.

ქუთაისი ბერძნულ და რომაულ წყაროებში, 1. გამოკვლევა, 2. ბერძნულ-ლათინური ტექსტების ქართული თარგმანები, შენიშვნები. თბ.: თსუ გამომცემლობა, 1993.

ჰენიოხების შესახებ. თბ.: 1963.