Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი გოგსაძე
გეოგრაფი
date of birth 1957

დაიბადა 1957 წელს, ქ. თბილისში.

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით.

1983-1985 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი.

1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,მაროკოს საწარმოო ძალთა განლაგებისა და განვითარების ძირითადი თავისებურებანი და კანონზომიერებანი“.

1985-1987 წლებში იყო ხალხთა მეგობრობის მუზეუმის განყოფილების გამგე.

1987-1990 წლებში საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1990-1991 წლებში დემოგრაფიისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

1994 წელს იყო სტაჟირებაზე ჯორჯ ვაშინგტონის (აშშ) უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ხოლო 1995 წელს მერილენდის (აშშ) უნივერსიტეტის კონფლიქტების მოწესრიგებისა და საერთაშორისო განვითარების ფაკულტეტის უფროსი მეცნიერი მკვლევარი.

გიორგი გოგსაძის მეცნიერული კვლევის სფეროა:  პოლიტიკური გეოგრაფია-გეოპოლიტიკა, მოსახლეობის გეოგრაფია/მიგრაცია, ეთნიკური კონფლიქტები. 

გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ და რუსულ ენებზე.

გიორგი გოგსაძე ავტორია სახელმძღვანელოსი: ,,მოსახლეობის გეოგრაფია’’, თბილისი: საარი, 2008.