Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რევაზ კაკულია
ეკონომისტი
date of birth 1936

დაიბადა 1936 წლის 1 სექტემბერს.

1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით.

1972-1979 წლებში და 1985-1991 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; 1979-1985 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და აგროსამრეწველო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1991-2005 წლებში ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1959 წლიდან კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში;  2006 წლიდან ქუთაისის უნივერსიტეტის ჟურნალ "ეკონომიკური პროფილის" მთავარი რედაქტორია; მისი მეცნიერების კვლევის სფეროა ეკონომიკის თეორიის, ეკონომიკის მოძღვრებათა ისტორიის, საბაზრო ეკონომიკის, ფინანსებისა და საბანკო საქმის საკითხები; ჟურნალ "საქართველოს ეკონომისტის" და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე მისმა სახელმძღვანელომ (ავტორთა კოლექტივის ხელმძღვანელი) "საგადასახადო საქმე" ნომინაციაში "2007 წლის საუკეთესო ნაშრომი ეკონომიკაში" მიიღო პირველი პრემია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1996). 2010 წელს მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.

ბიბლიოგრაფია:

  • ეკონომიკური აზრის განვითარების ისტორიისათვის რევოლუციამდელ საქართველოში, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1972.
  • კაკულია რევაზ, ჭანუყვაძე მ და სხვა, თანამედროვე ანტიმარქსისტული ეკონომიკური თეორიების კრიტიკა, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1971.
  • კორპორაციის ფინანსები: [სახელმძღვანელო], თბ.: 2009.
  • მეურნეობის ეკონომიკური მექანიზმის სრულყოფა და წარმოების ეფექტიანობის ამაღლება აგროსამრეწველო კომპლექსში, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1988.
  • საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის თეორიისა და პრაქტიკის პრობლემები, თბ.: 2003.
  • საბანკო საქმე: სახელმძღვანელო, თბ.: კალიგრაფი, 2010.
  • საერთაშორისო სავალუტო, საფინანსო და საკრედიტო ურთიერთობები: [სახელმძღვანელო], თბ.: ვერჟე, 2007.
  • საერთაშორისო სავალუტო და საკრედიტო ურთიერთობები, თბ.: 1995.
  • სავაჭრო ფინანსები: სახელმძღვანელო, თბ.: ,,დარბეგი’’, 2010.
  • სავაჭრო ფინანსები, თბ.: თსუ გამომცემლობა, 2009.
  • ფინანსური ეკონომიკა: [დამხმარე სახელმძღვანელო], თბ.: თსუ გამომცემლობა, 2007.
  • ფინანსების ზოგადი თეორია, თბ.: 2001.
  • ფინანსების ზოგადი თეორია, თბ.: 1998.
  • ფინანსების ზოგადი თეორია, თბ.: 1992.
  • ფინანსების თეორია, თბ.: თერგი, 2004.
  • ფინანსების საფუძვლები: [ლექციების კურსი], თბ.: 1994.
  • ფინანსური ეკონომიკა: [დამხმარე სახელმძღვანელო], თბ.: ვერჟე, 2007.
  • კაკულია რ., ხელაია გ., ფულის მიმოქცევისა და კრედიტის ზოგადი თეორია, თბ.: 2003.
  • კაკულია რ., ზურაბიშვილი ვ., საწარმოთა საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ანალიზი, თბ.: 1970.
  • ქართული ეკონომიკური აზროვნების ისტორიიდან: [ფულად-საკრედიტო ურთიერთობების განვითარების საკითხები], თბ.: საბჭოთა საქართველო, 1969.