Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნიკოლოზ ჯავახიშვილი
ისტორიკოსი
date of birth 1972

დაიბადა 1972 წლის 9 დეკემბერს, ქ, თელავში.

1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1996-1998 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

 1994 წლიდან მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

1994-2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

 1997 წლიდან კითხულობს ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ქართული ფალერისტიკა’’, ხოლო 2003 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ქართული ბონისტიკა“.

 2006 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

 2009 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორია. 

ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა (მათ შორის 19 წიგნისა), რომლებიც გამოქვეყნებულია: ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ, ლატვიურ, რუსულ, სომხურ, თურქულ და არაბულ ენებზე:

  • ქართული ფალერისტიკა: ჯილდოთმეცნიერება, თბილისი: 1995.
  • ქართული ბონისტიკა: ქაღალდის საფასთმცოდნეობა, თბილისი: 1996.
  • ქართველი მხედრები პოლონეთის დროშის ქვეშ:პოლონურ-ქართულ ურთიერთობათა ისტორიიდან, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1998.
  • ფული საქართველოში=Money in Georgia, თბილისი: საქ.ეროვნ.ბანკი, 2003.
  • ნარკვევები ქართველი და ადიღელი ხალხების ურთიერთობების ისტორიიდან, თბილისი: 2005.
  • Борьба за свободу Кавказа отношений: Из историй военно-политического сотрудничества грузин и северокавказцев в первой половине 20 века –Тбилиси, Изд-во Тбил. Ун-та, 2005.
  • გრიგოლ პირველი-უკანასკნელი ქართველი მეფე, თბილისი: უნივერსალი, 2008.
  • ნარკვევები ქართულ-ბალტიური ურთიერთობის ისტორიიდან=Essays from the history of Georgian-baltic relations, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 2011.