Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბიძინა ლუტიძე
ფილოსოფოსი
date of birth 1925

დაიბადა 1925 წელს, თერჯოლის რაიონში, სოფელ ზედა ისუბანში.

1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.

1965 წლიდან ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორია, 1967 წლიდან პროფესორი.

1953 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1970-2004 წლებში იყო ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფილოსოფიის კათედრის გამგე, ამავე კათედრის პროფესორი.

ბიძინა ლუტიძის სამეცნიერო კვლევის სფეროა სოციალური ფოლოსოფია. იკვლევდა პიროვნების ფორმირების, საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთობის, თაობათა კავშირის, საზოგადოების სოციალური განვითარების და სხვა მსგავს საკითხებს.

გამოქვეყნებული აქვს 15 მონოგრაფია, სახელმძღვანელოები და მრავალი სამეცნიერო სტატია. მათ შორის:

შრომა და ადამიანი: კომუნისტური მშენებლობის თანამედროვე ეტაპზე, თბილისი: 1967.

ნამდვილი და მოჩვენებითი დემოკრატია, თბილისი: 1969.

თაობათა ურთიერთობა საზოგადოებაში, თბილისი: 1971.

კოლექტივი და პიროვნება, თბილისი: 1975.

ნეგატიური მოვლენების დაძლევის გზით, თბილისი: 1983.

სოციოლოგია: ლექციების კურსი, ნაწ. 1, შესავალი . - თბილისი: 1996.

სოციოლოგია: ლექციების კურსი, ნაწ. 2, სოციოლოგიური აზრის ისტორია: (მოკლე მიმოხილვა) . - თბილისი: მეცნიერება, 1998.

გლობალიზაცია: არსი, პრობლემები, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 2003.