Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მერაბ კაკულია
ეკონომისტი
date of birth 1961

დაიბადა 1961 წლის 19 ივნისს, ოზურგეთში.

1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით.

1987-1991 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი, მასწავლებელი, დოცენტი. 1988-1989 წლებში სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და ტექნიკურ-ეკონომიკურ გამოკვლევათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ეკონომიკის მართვის ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების გამგე.

1992-1993 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი;

1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2002 წელს, სადოქტორო დისერტაცია.

2002 წლიდან იყო  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

მერაბ კაკულიას მეცნიერული პუბლიკაციები ეხება მაკროეკონომიკის, მონეტარული პოლიტიკის, საბანკო სექტორის განვითარების, სავაჭრო პოლიტიკის, საერთაშორისო ეკონომიკისა და  სხვა საკითხებს.

გამოქვეყნებული შრომები:

  • დოლარიზაცია საქართველოში: მასშტაბები, ფაქტორები, დაძლევის გზები, თბ.: 2000.
  • ეკონომიკური ზრდის შენელება საქართველოში: პოლიტექნიკური ასპექტი, თბ.: საქართველოს სტრატეგიებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ცენტრი, 2013.
  • ეკონომიკური სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა საქართველოში: [ეკონომიკურ-სტატისტიკური კვლევა], თბ.: 2016

ბიბლიოგრაფია