Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დალი ფანჯიკიძე
ფილოლოგი, მთარგმნელი
date of birth 1937

დაიბადა 1937 წლის 23 მარტს;

1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი;

1959–1961 წლებშ იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის თანამშრომელი;

 1961–1972 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის კათედრის მასწავლებელი;

 1973–1993 წლებში დოცენტი;

1993–1995 წლებში პროფესორი, 1995–2005 წლებში კათედრის გამგე. 

თარგმნილი აქვს თომას მანის: "ბუდენბროკები"(1970), "ჯადოსნური მთა"(1978, 1984), "ყალთაბანდ ფელიქს კრულის აღსარება"(1995); უ. პლეცდორფის "ახალგაზრდა ვ.–ს ვნებანი"(1982); გოეთეს "პოეზია და სინამდვილე"(2002); ჰ. ჰესეს "ფიქრი და განსჯა"(1996); გრ. რობაქიძის ესე "ადოლფ ჰიტლერი უცხიელი მწერლის თვალით"(2007) და სხვა. არის მთარგმნელი, გერმანისტი, პროფესორი (1993); წერილებისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. მონაწილეა მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა. 2003 წელს გახდა საუნივერსიტეტო პრემიის ლაურეატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გერმანული და ქართული ენების შეპირისპირებითი სტილისტიკის საკითხები და მხატვრული თარგმანის პრობლემა", დაიცვა 1970 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სტილის ეკვივალენტობის პრობლემა მხატვრულ თარგმანში", დაიცვა 1992 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრობა:

გოეთეს საერთაშორისო საზოგადოება, წევრი (1985-)

საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1986-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:

1997 - ღირსების ორდენი

1983 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია:

ენა. თარგმანი. მკითხველი, თბილისი: საგამომც. სახლი თბილისში, 2002.

ქართული თარგმანის ისტორიის საკითხები, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1999.

თარგმანის ახალი თეორიები და სტილის ეკვივალენტობის პრობლემა, თბილისი: განათლება, 1995.

თარგმანის თეორია და პრაქტიკა, თბილისი: განათლება, 1988.