Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ირაკლი კობახიძე
პოლიტიკოსი
date of birth 1978

კობახიძე ირაკლი დაიბადა 1978 წლის 25 სექტემბერს ქ.თბილისში.

სამართლის დოქტორი, მეცნიერი, პოლიტიკოსი.

2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2005 წელს დაამთავრა ჰ. ჰაინეს სახელობის დიუსელდორფის უნივერსიტეტი, სამართლის მაგისტრის ხარისხით, ხოლო 2006 წელს ჰაინეს სახელობის დიუსელდორფის უნივერსიტეტი, სამართლის დოქტორის ხარისხით.

2000-2001 წწ. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიო„ნული კოორდინატორი.

2005-2012 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენტ-პროფესორი; 2011-2014 წწ. კავკასიის უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2011-2012  წწ. ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო", ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი; 2011-2012  წწ. ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში, ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში; 2006-2014 წწ. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების პროექტების ექსპერტი და მენეჯერი; 2016-2020 წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2020 წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი,საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

2017 წელს მიენიჭა ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება. სამართლის დოქტორი, 2014 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2024 წლის 8 თებერვლიდან საქართველოს პრემიერ მინისტრი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", აღმასრულებელი მდივანი (2015-2016)

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", თავმჯდომარე (2021-2024)

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი (2020-2024)

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-2024)

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-2024)

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარე (2016-2019)

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები", წევრი (2016-2020)

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი (2019-2020)

2021წ. - თავისუფლების საპარლამენტო ორდენი.

ირაკლი კობახიძე არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის,  სტატიის, სახელმძღვანელოს  ავტორი.

ბიბლიოგრაფია:
1. ძირითად უფლებათა დაცვის ინსტიტუციური გარანტიები საქართველოში. თბ., 2008, 128 გვ., ბარკოდი 900001281866  
2. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები როგორც უშუალოდ მოქმედი სამართალი. სამართლის ჟურნალი N 1, 2013. ბარკოდი 900001474478 
3. საქართველოს კონსტიტუციური სამართალი.სახელმძღვანელო, ნაწ.2, 2007 წ. 160 გვ., ბარკოდი 900001281728 
4. პოლიტიკურ გაერთიანებათ სამართალი.სახელმძღვანელო, თბ., არდანი, 2008 წ.  223 გვ., ბარკოდი 900001281516 
5. კონსტიტუციური სამართალი, სახელმწიფო მოწყობის სამართალი. 2020 წ., 362 გვ., ბარკოდი 900001892253 
6. კონსტიტუციური სამართალი. სახელმძღვანელო ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის (თანაავტორი). - თბილისი, საგამომც. სახლი; ინოვაცია, 2010. 500 გვერდი. 900000932004