Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვალერი ხაბურძანია
იურისტი
date of birth 1964

 (1964) - იურისტი

დაიბადა 1964 წლის 5 ივლისს, ქ. ქუთაისში.

1989 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტ, ხოლო 1992 წელს ასპირანტურა.


1985-1987 წლებში გადიოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს აზერბაიჯანის სსრ-ში;

 1992 წელს დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე;

 1992-1997 წლებში მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში (განყოფილების უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსი);

1997-2001წლებში ეროვნული უშიშროების საბჭოში;

2001 წელს იყო საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი; 

2001-2004 წლებში იყო სახელმწიფო უშიშროების მინისტრი. 2004 წლის თებერვალში გადაიყვანეს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ, სადაც მუშაობდა იმავე წლის ივნისამდე; 

2005 წლიდან ეწევა კერძო საადვოკატო საქმიანობას.