Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნანა ჯალაღონია
ლიტერატურათმცოდნე
date of birth 1980

დაიბადა 1980 წლის 25 აგვისტოს.

2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი პედაგოგის კვალიფიკაციით.  2011 წელს ჩაირიცხა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში (სადოქტორო პროგრამა "თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია").

2002-2004 წლებში იყო  საქართველოს შსს შინაგანი ჯარების ქიმიური სამსახურის საწყობის უფროსი; 

2007-2009 წლებში წმინდა ნინოს სახელობის მრავალპროფილიანი კოლეჯის ლექტორი;

 2008-2011 წლებში კერძო საბავშვო ბაღ "ცეროდენების" ფსიქოლოგი;

 2008-2014 წლებშ კიევის დარგდთაშორისი უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიის სპეციალობის ასისტენტ პროფესორი; 

2011 წელს ჟურნალ "ათინათის" სარედაქციო კოლეგიის წევრი;

 2011- 2014 წლებში შ.პ.ს საშუალო სკოლა "კანდიდის" ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი; 

2012-2014 წლებში  სსიპ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრ "თეთრი ტალღის" კადრების სამსახურის უფროსი; 

2014 წლიდან დღემდე სსიპ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორია (2014 წელს - მოიპოვა საჯარო სკოლების დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერთიფიკატი),  2015 წლიდან დღემდე ამავე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია.

ნანა ჯალაღონია ჩართულია მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში. ხელმძღვანელობს შიდა შეფასების ჯგუფს; ამავე დროს არის საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების დირექტორთა საბჭოს წევრი (წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონს); მონაწილეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო კონფერენციებში და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები სასკოლო-საგანმანათლებლო თემატიკასთან დაკავშირებით; არის გამარჯვებული საქართველოს ესეების კონკურსისა "მასწავლებლები კონსტიტუციაზე", სადაც ასევე წარადგინა აფხაზეთის რეგიონი (ერთადერთი გამარჯვებული აფხაზეთის რეგიონიდან); მიღებული აქვს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს (2016), საქართველოს პრეზიდენტის, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის ახალგაზრდა შემოქმედთა კავშირის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სიგელები; გამოცდებისა და შეფასების ცენტრისგან მადლობის სიგელი "ფიზიკის სახელმწიფო შეფასების ადმინისტრირებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის"; სასკოლო საოლიმპიადე ორგანიზაციების "kings"  და "სმარტის" მადლობის  წერილები; სიგელები და სერთიფიკატები. აქვს სერჟანტის სამხედრო წოდება. არის ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი.

2017 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაციის თემაზე: "ირონია, როგორც კომიკურის აქტუალური ფორმა".