Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შალვა ხიდაშელი
ფილოსოფოსი
date of birth 1911

შალვა ხიდაშელი დაიბადა 1911 წლის 31 მაისს, ცხინვალში.
1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი კლასიკური ფილოლოგიის განხრით .
1933-1936 წლებში სწავლობდა ლენინგრადის ენის, ისტორიისა და ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ანტიკური ფილოსოფიის სპეციალობით.
1936 წელს მუშაობა დაიწყო  რუსთაველის ეპოქის მუზეუმში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ივანე ჯავახიშვილი.
1946 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში.
1963 წლიდან ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორია.
1967 წლიდან სათავეში ედგა ქართული ფილოსოფიის ისტორიის განყოფილებას. მისი მეცნიერული კვლევა-ძიების მთავარი სფერო იყო ქართული კულტურის ისტორია, კერძოდ, ქართული მატერიალურ-კულტურული ძეგლების შესწავლა, ქართული ფილოსოფიის ისტორია, ქართული რენესანსის საკითხები, რუსთველოლოგია.
1990-იან წლებში იგი აქტიურად იღვწოდა პუბლიცისტიკის სფეროში, კერძოდ, მისი სტატიები მიძღვნილი იყო ეროვნული პრობლემების, ზნეობისა და პოლიტიკის საკითხებისადმი. იგი ძირითადად იკვლევდა IV-XIX საუკუნეების ქართული ფილოსოფიის ისტორიას, მის სხვადასხვა მონაკვეთს მიუძღვნა მონოგრაფიული გამოკვლევები.
შალვა ხიდაშელი იყო  შალვა ნუცუბიძის ტრადიციების გამგრძელებელი ქართული ფილოსოფიის ისტორიის, რენესანსის პრობლემების დამუშავებასა და რუსთველოლოგიაში.
 ამასთან, მას "კვლევის საკუთარი გზა" (შ. ნუცუბიძე) გააჩნდა, რაც უპირველესად გამოიხატებოდა შუა საუკუნეების ქართული კულტურის აქსიოლოგიის (ღირებულების თეორიის) პოზიციიდან განხილვაში,ამ მიმართულებით კითხულობდა ლექციების კურსს თსუ ფილოსოფიის ფაკულტეტზე.
შალვა ხიდაშელის მოღვაწეობაში განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო 1981-1993 წლები, როდესაც მან გამოაქვეყნა 50-მდე მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის, ოთხი მონოგრაფია და ორი პუბლიცისტური კრებული.
 ქართული ფილოსოფიის ისტორიაში მისი მრავალმხრივი კვლევა-ძიების შეჯამება იყო 1988 წელს გამოქვეყნებული წიგნი "ქართული ფილოსოფიის ისტორია", სადაც შესულია მისი კვლევა-ძიების შედეგები ქართული ფილოსოფიის, ისტორიის, ქართული რენესანსის და რუსთაველის მსოფლმხედველობის შესახებ.
მისი შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე.
 

შრომები:

  • •    საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზრის ძირითადი მიმართულებანი ფეოდალურ საქართველოში, თბილისი: საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1952.
  • ქართული საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზრის ისტორიიდან, თბილისი: საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1954. 
  • ქართული ფილოსოფიის ისტორია, თბილისი: მეცნიერება, 1988. 
  • ნეოპლატონიზმის თეორია რუსთველოლოგიაში: მისი ისტორია და დღევანდელი მდგომარეობა, თბილისი: მეცნიერება, 1990. 
  • უსათაურო მოგონებანი, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1994.  
  • ფიქრები საქართველოზე, თბილისი: მეცნიერება, 1993. 
  • ხიდაშელი შალვა, მახარაძე მ, არეოპაგიტიკა და ქართული ფილოსოფიური აზრის საკითხები, თბ.: 1991.
  • არსის პრობლემა პარმენიდეს ფილოსოფიაში, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1960.
  • ხიდაშელი შ, მუსხელიშვილი ლ., გუდარების პირველი და მეორე (1938-1939 წწ) არქეოლოგიური კამპანიის ანგარიში, თბ.: 1954.
  • იოანე პეტრიწი. თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1956.
  • ნეოპლატონიზმის თეორია რუსთველოლოგიაში (მისი ისტორია და დღევანდელი მდგომარეობა), თბ.: მეცნიერება, 1990.
  • ხიდაშელი შ., მახარაძე მ., ნეოპლატონური იდეების ასახვა შუა საუკუნეების ფილოსოფიაში, თბ.: მეცნიერება, 1986.
  • რუსთაველის მსოფლმხედველობის საკითხები, თბ.: მეცნიერება, 1981.
  • საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზრის ძირითადი მიმართულებანი ფეოდალურ საქართველოში, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1959.
  • საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზრის ძირითადი მიმართულებანი ფეოდალურ საქართველოში, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1952.
  • სამკურნალო მცენარეები და მათი გამოყენება ხალხურ ფიზიოთერაპიაში, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1987.
  • სოკოები. გამოყენება და კულტივირების ტექნოლოგია, თბ.: საქართველო, 1990.
  • უსათაურო მოგონებანი, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1994.
  • ქართული საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზრის ისტორიიდან, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1954.
  • ქართული ფილოსოფიის ისტორია (4-13 სს), თბ.: მეცნიერება, 1988.
  • შალვა ნუცუბიძე (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბ.: თსუ გამომცემლობა, 1989.
  • შალვა ნუცუბიძე (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბ.: თსუ გამომცემლობა, 1969.

ბიბლიოგრაფია: