Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლადო ჭანტურია
იურისტი
date of birth 1963

დაიბადა 1963 წლის 14 აპრილს, წალენჯიხის რაიონში,სოფელ ჯვარში.

1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1986-1989 წლებში სწავლობდა მოსკოვის საბჭოთა კანონმდებლობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1985-1990 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი.

 1990-1995 წლებში ამავე უნივერსიტეტის დოცენტი.

1994 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,უძრავი ნივთების საკუთრება.შედარებითი სამართლებრივი ანალიზი გერმანული სამართლის მაგალითზე’’.

1998-1999 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

 1999-2004 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

2011-2013 წლებში კილის უნივერსიტეტის პროფესორი - აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ინსტიტუტი (გერმანია).

 2014-2018 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

2018 წლის 8 იანვრიდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეა საქართველოდან.

ლადო ჭანტურია არის 220-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთაგან ნაწილი გამოქვეყნებულია ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და თურქმენულ ენებზე.

სახელმძღვანელოები:

უძრავი ნივთების საკუთრება: შედარებითი სამართლებრივი კვლევა (გერმანული სამართლის მაგალითზე, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1994.

მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარები, თბილისი: ნორმა, 1996.

შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბილისი: სამართალი, 1997.

კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში=Corporate Governance und Leiterhaftung im Gesellschaftsrecht, თბილისი: სამართალი, 2006.

სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი: სამართალი, 2011.

ოთარ ბაქანიძე (1929-2020) - ფილოლოგი

დაიბადა 1929 წლის 27 მარტს, ქ. თბილისში.

1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1969 წლიდან არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

1972–1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი.

1975 წლიდან  ეროვნულ ლიტერატურათა და ლიტერატურულ ურთიერთობათა კათედრის გამგე.

 ოთარ ბაქანიძე არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია ქართულ, რუსულ და უკრაინულ ენებზე.

მნიშვნელოვანი ნაშრომები: "ალექსანდრე სერაფიმოვიჩი"(1963), "ივან ფრანკო"(1986), "ქართულ–უკრაინული ლიტერატურული და თეატრალური ურთიერთობის ისტორიიდან"(1968) და სხვ.

შრომები

  •  ქართულ-უკრაინული ლიტერატურული ურთიერთობიდან, თბილისი: მერანი, 1968.
  • ოლეს გონჩარი: შემოქმედება, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1988.
  • ტარას შევჩენკო : ცხოვრება და შემოქმედება. ტარას შევჩენკო ქართულ კრიტიკასა და პუბლიცისტიკაში, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1989.
  • მეწარმეთა შესახებ, კანონის კომენტარები, თბ.: სამართალი, 2002.
  • უძრავი ნივთების საკუთრება: შედარებითი სამართლებრივი კვლევა (გერმანული სამართლის მაგალითზე, თბ.: სამართალი, 2001.
  • უძრავი ნივთების საკუთრება: შედარებითი სამართლებრივი კვლევა გერმანული სამართლის მაგალითზე, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1994.
  • შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ.: სამართალი, 2000.
  • უკრაინული ლიტერატურა, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1997.

ბიბილიოგრაფია