Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გოჩა ჯაფარიძე
ისტორიკოსი
date of birth 1942

დაიბადა 1942 წლის 10 ივლისს, ქ. თბილისში

1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1968 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი და წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი. 1979-1983 წლებში დამასკოში (სირიის არაბთა რესპუბლიკა) სსრკ კულტურის ცენტრის დირექტორი. 1991-1998 წლებში თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის პრორექტორი.

1994 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII საუკუნეებში’’.

1995-1998 წლებში და 2004-2007 წლებში იყო აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ახალი, უახლესი და შუა საუკუნეების განყოფილებების გამგე.

1998-2004 წლებში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში.

2005-2007 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და ჰუმანიტარული ფაკულტეტების დეკანი, სრული პროფესორი.

2007-2008 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითსა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, კატარი, ომანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები), ხოლო 2009-2010 წლებში ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში.

გოჩა ჯაფარიძე არის მრავალი მონოგრაფიისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მათ შორის აღსანიშნავია: "ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან IX-XIX სს." (1973), “საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის I მესამედში" (1995), "ახალი მასალები XVII ს-ის ეგვიპტის ეპიგრაფიკისათვის" (თანაავტორი ა. სილაგაძე, 2002). სტატიების კრებულისა -"ძიებანი საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში"(2012) და სხვა მრავალი.

შრომები

  • ნარკვევები ქართული მეტეოროლოგიის ისტორიიდან (9-19 სს), თბ.: 1973.
  • თანამედროვე სირია, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1979.
  • ჯაფარიძე გ., სილაგაძე ა., ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა, თბ.: 1999.
  • საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო 12-13 სს.-ის პირველ მესამედში, თბ.: მეცნიერება, 1995.
  • ქართველთა სავანეები და სამონასტრო თემი წმინდა მიწაზე 6-18 საუკუნეებში: (არაბული ნარატიული და დოკუმენტური წყაროების მიხედვით, თბ.: მერიდიანი, 2013.

ბიბლიოგრაფია