Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბონდო კუპატაძე
ისტორიკოსი
date of birth 1974

დაიბადა 1974 წლის 20 ივნისს, ქ. თბილისში.

1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1994 წლიდან მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1994-2009 წლებში იყო ქართული დიპლომატიის ისტორიის ს/კ ცენტრის თანამშრომელი.

2006-2012 წლებში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი.

2001 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე:  ,,საქართველო და რუსეთის მე-4 სახელმწიფო სათათბირო’’.

2012 წლიდან ასოცირებული პროფესორია. არაერთი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოსა და სალექციო კურსის (ქართველები საქართველოს გარეთ; ქართული პარლამენტარიზმის ისტორია) ავტორი.

 მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი გამოცემების მომზადებაში, როგორიცაა: "ქართული დიპლომატიური ლექსიკონი" (2 ტომი), "ივანე ჯავახიშვილი-ენციკლოპედიური ლექსიკონი", "ქართული საისტორიო ენციკლოპედიური ლექსიკონი". ასევე არის VII, VIII, XI და XII კლასების ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების თანაავტორი (2007-2020 წწ.). 

ბონდო კუპატაძე ტელერადიო მაუწყებლობის 101 სერიანი დოკუმენტური ფილმის "საქართველო-XX საუკუნე" სცენარის ავტორია და სამეცნიერო კონსულტანტი (2001); პროდიუსერი და სცენარის ავტორია თურქეთის ქართველებსა და ქართულ ძეგლებზე შექმნილი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმებისა: "მზიანი ღამის ფერები" (2006) და "სამშობლოა ჩემი" (საერთაშორისო კინოფესტივალ "წმ. ანდრიას ჯვრის" ლაურეატი, 2010).

2018-2020 წლებში იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე-სიმაგრეების" სამეცნიერო ხელმძღვანელი.

ბონდო კუპატაძე არის 120 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი:

საქართველოსა და რუსეთის მე-4 სახელმწიფო სათათბირო (1912)  // ჟურნალ "არტანუჯის" ბიბლიოთეკა; N 2. - თბილისი: 1997.

საქართველოს ისტორია: სახელმძღვანელო უმაღლ. სასწ. არასპეც. ფაკ. სტუდენტებისათვის  // ნაწ.1.  თბილისი: არტანუჯი, 2004.

საქართველო და რუსეთის მე-4-ე სახელმწიფო სათათბირო, თბილისი: არტანუჯი, 2005.

მსოფლიო ცივილიზაციები // ნაწ.1. - თბილისი: 2005.

საქართველოს ხელისუფლების ისტორია, თბილისი: უნივერსალი, 2009.

ისტორია: საჯარო სკოლის XII კლასის სახელმძღვანელო, თბილისი: დიოგენე, 2012.

ისტორია: აბიტურიენტებისათვის, თბილისი: კლიო, 2014.

ისტორია: აბიტურიენტებისათვის,  თბილისი: კლიო, 2016.

საქართველოს 100 ღირსშესანიშნაობა (თანაავტორი) // თბილისი: დანი, 2017.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია-ლექსიკონი (თანაავტორი) // თბილისი: თსუ გამომცემლობა, 2018.

ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები: კრებული (თანაავტორი) // ტ.1. - თბილისი: სამშობლო, 2020.

ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები: კრებული (თანაავტორი) // ტ.2. - თბილისი: სამშობლო, 2020.

ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები: კრებული (თანაავტორი) // ტ.3. - თბილისი: სამშობლო, 2020.