Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შოთა ადამია
გეოლოგი
date of birth 1929

დაიბადა 1929 წლის 25 იანვარს,  თბილისში.

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი .

1953-1955 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი.

1991 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი მეცნიერული ინტერესები მოიცავს გეოლოგიის, ასევე გეოფიზიკის პრობლემების ფართო წრეს; მის შრომებში ახლებურადაა გადაწყვეტილი საქართველოსა და კავკასიის ალპურისწინა და ალპური წარმონაქმნების რეგიონული გეოლოგიის, სტრატიგრაფიის, პალეოგეოგრაფიის, ტექტონოლოგიის, პეტროლოგიის და სხვა საკითხები. ნაჩვენებია, რომ კავკასიონის გრანიტ–მეტამორფული კომპლექსები ძირითადად პალეოზოურია, ხოლო მათი ზეწრული აგებულება გვიანდელი ჰერცინული დანაოჭების შედეგია.

შოთა ადამიამ, ნეომობილიტურ იდეებზე დაყრდნობით, კოლეგებთან ერთად გამოთქვა მოსაზრება კასპიისა და შავი ზღების ღრმულების რიფტულ წარმოშობაზე.

1969 წლიდან, გეოლოგია–მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორია, 1991 წლიდან პროფესორი.  

არის არაერთი ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის აღსანიშნავია:

ბიბლიოგრაფია:

კავკასიონის წინამთების გეოლოგიური აგებულება მდინარე პატარა ლიახვის აუზს და ქალაქ დუშეთს შუა: [დისერტაცია], გეოლოგიის ინსტიტუტი, 1956

მასალები კავკასიონის წინამთების გეოლოგიური აგებულების შესახებ მდინარე პატარა ლიახვის აუზსა და ქ. დუშეთის მერიდიანს შორის, თბილისი: საქ.მეცნ. აკადემიის გამ.-ბა, 1958.

გეოტექნიკა, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 2000.