Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიხეილ ქურდიანი
ფილოლოგი
date of birth 1954

დაიბადა 1954 წლის 1 იანვარს, თბილისში.

1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების საზოგადოებრივი პროფესიის ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით.

2001 წელს დაამთავრა ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და სტრუქტურული, გამოყენებითი, მათემატიკური ლინგვისტიკის სპეციალობით.

1998 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,საერთო-ქართველური ვერსიფიკაციული სისტემა და ლექსთწყობის ზოგადლინგვისტური თეორია“.

1977–1978 წლებში იყო ინგლისურენოვანი მხატვრული და კრიტიკული ლიტერატურის მეცნიერ-რედაქტორი (საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგია).  1978–1991 წლებში თბილისის ილია ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრისა და საზ. პროფესიათა ფაკულტეტის ქართული და რუსული სექტორების ლექტორი. 1978–1979 წლებში გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1979–1984 წლებში მუშაობადა გამომცემლობა “მერანის” რუსულ ენაზე გამოცემათა რედაქტორად. 1984 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (1984–1986 უფროსი ლაბორანტი; 1986–1988 უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988–1995 მეცნიერ-თანამშრომელი; 1995–1998 უფროსი მეცნიერ-თანამშრობელი; 1998 წლიდან წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი).

მიხეილ ქურდიანი იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების დამფუძნებელი (1987), ხოლო 1991 წლიდან საპატიო წევრი; 1987 წლიდან – სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების წევრი, ხოლო 2003 წლიდან საზოგადოების პრეზიდენტი. 1989 წლიდან საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების წევრი (დამფუძნებელი), 1990-1994 საზოგადოების პრეზიდენტი, ხოლო 1999 წლიდან საპატიო პრეზიდენტი.

მიხეილ ქურდიანი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აკ.წერეთლის სახ. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1982 წლიდან იყო სსრ კავშირის ჟურნალისტთა კავშირის წევრი; 1992 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

გამოქვეყნებული აქვს 200–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

ბიბლიოგრაფია

ქრონიკა: წ. 2,  მეოცე საუკუნის სახელით: პოემა, თბილისი: ნაკადული, 1987.

რელიგიურ სიტყვათა განმარტებანი: ლექსიკონი, თბილისი: შპს მერანი, 2001.

იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები, თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2007.

ქართული ენა და დამწერლობა, თბილისი: 2008.