Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარინა ჩიტაშვილი
ფსიქოლოგი
date of birth 1958

დაიბადა 1958 წლის 7 მარტს.

1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.

1989 წელს დაამთავრა დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, ხოლო 1999 წლიდან ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია.

1998-2011 წლებში იყო სამეცდიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრი - ,,ლეჩკომბინატის’’ ფსიქოლოგი.

2003-2013 წლებში სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი.

2013-2014 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სტრატეგიულ განვითარებაში.

2014-2017 წლებში შოთა რუსთაველის სამეცნიერო ეროვნული ფონდის დირექტორი.

1999 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.

სოციალურ მეცნიერებათა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი.

სხვადასხვა დროს, როგორც მეცნიერ-მკვლევარი, მიწვეული იყო ლუნდის (შვეიცარია),  უელსის (დიდი ბრიტანეთი), მიუნხენის (გერმანია) და სტენფორდის (აშშ) უნივერსიტეტებში.

არის რამდენიმე წიგნისა და  40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი:

  • განწყობის მოქმედება ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტში, თბილისი.: მეცნიერება, 1988.
  • რელიგიურობის ფსიქოლოგია: ემპირიული კვლევები :რელიგიური ორიენტაციის ტიპი, პიროვნული მახასიათებლები და სოციალური კოგნიცია ქართველ მართლმადიდებლებთან, თბილისი.: 1998.
  • ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხების ეროვნული კვლევა საქართველოში, თბილისი.: 2010.

ბიბლიოგრაფია