Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კობა არაბული
მწერალი
date of birth 1945

დაიბადა 1945 წლის 19 თებერვალს.

1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

 1971 წელს ამავე უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი.

1979-1991 წლებში მოღვაწეობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში", ჯერ სცენარისტად და შემდგომ უფროს რედაქტორად, პირველ შემოქმედებით გაერთიანებაში; 1990-1996 წლებში გამოსცემდა მშობლიური მიწის მოვლის და კულტურულ მემკვიდრეობათა ხელშემწყობ გაზეთს - "წუთისოფელი"; მოამზადა "ხოგაის მინდიას სახლის" პროექტი: "ტრადიციული სოფელი ჩაკეტილ ისტორიულ სივრცეში". იყო ჟურნალ "მითი და ტრადიციის" რედაქტორი.

 არის სცენარის ავტორი ფილმებისა: "ხევსურეთი - მითის გაცოცხლება"(რეჟისორები შალვა და მერაბ ჩაგუნავები, 1991), "კაშხალი მთაში"(რეჟისორი ნოდარ მანაგაძე, სცენარის თანაავტორები - გურამ გეგეშიძე, ნოდარ მანაგაძე, 1977).

ბიბლიოგრაფია

ორშაბათი: ლექსები, თბილისი.: მერანი, 1982.

მყივანა წისქვილები: წერილების კრებული, თბილისი: საქართველო, 1984.

გარდამხდარიყო ენკენისთვე: ლექსები, თბილისი.: ნაკადული, 1984.

კვირიას ხილვები ფხოვის გზებზე: ლექსები, თბილისი: მერანი, 1987.

გველის მჭამელის წელიწადი: ლექსები, თბილისი: მერანი, 1990.

სულთა შეკრების ჟამი: ლექსები, თბილისი: მერანი, 1993.