Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დათო ტურაშვილი
მწერალი
date of birth 1966

დაიბადა 1966 წლის 10 მაისს.

 დაამთავრა თბილისის 57-ე საშუალო სკოლა.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

ბოლო წლების განმავლობაში, მწერლობასთან ერთად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც – კითხულობდა ლექციების კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. კინოსა და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა ლონდონისა და მადრიდის უნივერსიტეტებში, კინოდრამატურგიას - ერლომ ახვლედიანის სასცენო სახელოსნოში. მისი პირველი რომანი დაიბეჭდა 1988 წელს. ყველაზე უკეთ ცნობილი ნაწარმოებია "ჯინსების თაობა", რომლის სცენური ვერსიის პრემიერა 2001 წლის მაისში გაიმართა თეატრალურ სარდაფში. მის სხვა ნაწარმოებთა შორისაა სამგზავრო წერილების კრებული "კატმანდუ" (1998) და "ცნობილი და უცნობი ამერიკა" (1993), ასევე მოთხრობათა ორი კრებული და კინოსცენარები. მისი მოთხრობათა პირველი კრებული "მერანი" გამოიცა 1991 წელს. გარდა სცენარებისა წერს რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს. დათო ტურაშვილის პირველი პროზაული კრებული გამოქვეყნდა 1991 წელს. მისი მოთხრობები თარგმნილია 7 ენაზე და გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურულ პერიოდიკაში. ასევე არის ავტორი სამეცნიერო-კვლევითი წერილებისა ლიტერატურათმცოდნეობასა და ისტორიოგრაფიაში. თარგმნილი აქვს როგორც პროზაული, ასევე პოეტური ტექსტები რუსული, ესპანური და ინგლისური ენებიდან.