Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი გოგოლაშვილი
ენათმეცნიერი
date of birth 1948

გიორგი გოგოლაშვილი (1948) - ენათმეცნიერი

დაიბადა 1948 წლის 24 ივლისს.

1971 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება.

1975 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის, 1992 წლიდან კი — ძველი ქართული ენის კათედრაზე; 2003 წელს აირჩიეს ამავე კათედრის გამგედ. 1978 წლიდან მუშაობდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში: იყო სწავლული მდივანი (1982–1985), დირექტორის მოადგილე (1985–1995), განყოფილების ხელმძღვანელი (1995–1996), წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1996 წლიდან), უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (2006 წლიდან).

1992 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,ქართული ზმნის უღვლილების სისტემა“.

გიორგი გოგოლაშვილის შრომები ეძღვნება ძველი და ახალი ქართული ენის მორფოლოგიის, ენისა და კულტურის, ქართული დიალექტოლოგიის, ენის ისტორიის საკითხებს. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ქართული ენის სახელმწიფო კომისიის წევრი, ჟურნალ „ბურჯი ეროვნებისას“ გამომცემელ-რედაქტორი, „საენათმეცნიერო ძიებანის“ მთავარი რედაქტორი, ჟურნალ „ენათმეცნიერების საკითხების“ მთავარი რედაქტორის მოადგილე. პედაგოგიურ საქმიანობაში გაწეული ღვაწლისათვის დაჯილდოვებულია იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლით.

არის მრავალი სამეცნიერო, პუბლიცისტური და კრიტიკული ნაშრომების ავტორი:

ქართული ზმნის უღვლილების სისტემა, თბილისი.: მეცნიერება, 1988.

ქართული ენის ზმნური ფუძეების ლექსიკონი, თბილისი.: მეცნიერება, 1989.

ქართული ენის სახელზმნური ფუძეების  ლექსიკონი, თბილისი.: მეცნიერება, 1991.

ერთხელ საქართველოში, თბილისი.: ბ. ჯორბენაძის საზოგადოების გამოცემა, 2000.

მარადიულნი თანამედროვენი,  თბილისი.: ბ. ჯორბენაძის საზოგადოების გამოცემა, 2000.

(1948) - ენათმეცნიერი

  • შრომები
  • დედაუნივერსიტეტის ძნელბედობის ჟამი (2004-2013) / ავტორ - შემდგენელი: გ. გოგოლაშვილი. რედაქტორი: ა. არაბული. თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტი. არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. თბ., 2016
  • დრო - კილოთა მეორე სერიის ფორმები ქართულში. თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1984
  • “ენა - ბედისწერა” (ფიქრები ანა კალანდაძეზე) / რედაქტორი - რ. ლანდია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბ., 2019
  • “ენა - ერის თავდაცვის იარაღი” (ფიქრები კონსტანტინე გამსახურდიაზე). რედაქტორი - რ. ლანდია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბ., 2021.
  • “ენა - მწერლის ბალავარია” (ფიქრები მიხეილ ჯავახიშვილზე). / რედაქტორი - ც. კვანტალიანი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბ., 2021
  • “მეოხად ჩუენდა”... ილია და აკაკი, იაკობი. / რედაქტორი - ც. კვანტალიანი, რ. ლანდია. თბ., თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2020
  • სიბრძნე იაკობისა / რედაქტორი - კ. გიორგაძე. თ.ს.უ, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. თბ., თ.ს.უ-ს გამომცემლობა, 2014
  • ფიქრები დედა-ენაზე. / რედაქტორი: ი. ჭუმბურიძე. ბესარიონ ჯორბენაძის საზოგადოება. 2004
  • ქართული ენის ზმნური ფუძეების ლექსიკონი (მასალები ქართული ენის სისტ. კურსისათვის). გოგოლაშვილი, გ. და სხვ. თბ., “მეცნიერება”, 1989
  • ქართული ენის ზმნური ფუძეების ლექსიკონი (მასალები ქართული ენის სისტ. კურსისათვის). გოგოლაშვილი, გ. და სხვ. თბ., “მეცნიერება”, 1991
  • ქართული ზმნა: ფორმაწარმოების საკითხები / არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. / რედაქტორი - ა. არაბული, მ. ქურდიანი. თბ., “მერიდიანი”, 2010
  • ქართული ზმნის უღლების სისტემა. თბ., “მეცნირება”. 1988
  • ქართული სალიტერატურო ენა: ნარკვევები. / რედაქტორი - გ. ცოცანაძე. თ.ს.უ - ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. თბ., თ.ს.უ - ს გამომცემლობა. 2013
  • “ქართული ქართველთ რწმენაა” (ფიქრები მუხრან მაჭავარიანზე). / რედაქტორი - ც. კვანტალიანი. თ.ს.უ - ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. თბ., 2019
  • ქართული - ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა. / რედაქტორი - იოსებ ჭუმბურიძე. თბ., “მერიდიანი”, 2013
  • “შვენებით სავსე ქართული” (ფიქრები დავით კლდიაშვილზე). / რედაქტორი - რ. ლანდია. თ.ს.უ, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. თბ., 2019

ბიბლიოგაფია