Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დავით (დევი) კაციტაძე
ისტორიკოსი
date of birth 1928

დაიბადა 1928 წლის 8 ნოემბერს.

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ირანის ისტორიის სპეციალობით.

1973 წლიდან იყოთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ისტორიის კათედრის გამგე. იკვლევდა ირანისა და ირან-საქართველოს ურთიერთობის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის, ქართული და სპარსული წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის საკითხებს. არის მრავალი ნაშრომის ავტორი. აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1974).

1998 წელს დააჯილდოვეს ღირსების ორდენით.

ბიბლიოგრაფია:

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან და რუსეთთან საქართველოს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის ისტორიიდან (XVII-XVIII სს) (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1992.

ვალერიან გაბაშვილი : ცხოვრება და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა (ავტორი). - თბილისი, თბილ უნ-ტის გამ-ბა, 1986.

Грузино-иранские культурно-исторические связи : Крат. очерк (თანაავტორი). - Тбилиси, Тбил. ун-т, 1978.

სპარსული საისტორიო ტექსტები : (ქრესტომათია) ეძღვნება ირანის სახელმწიფოს 2500 წლისთავს (შემდგენელი) // წ. 1 : [X-VIII ს. ს. სპარსულ და სპარსულენოვან თხზულებათა ფრაგმენტები. - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1972.