Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ალექსანდრე გობრონიძე
ისტორიკოსი
date of birth 1925

დაიბადა 1925 წლის 17 ოქტომბერს.

1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1986 წლიდან არის პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, 1987 წლიდან პროფესორი.

1991-1996 წლებში იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და თავმჯდომარის მოადგილე;  მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე, 1957–1964წწ. ლიხაურის საშ. სკოლის დირექტორად; 1964 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (ამჟამად უნივერსიტეტი) დაწყებითი განათლების პედაგოგიკის ფაკულტეტის დეკანად; 1975 წლიდან იყო ამ ინსტიტუტის პედაგოგიკის კათედრის გამგე; იკვლევს პედაგოგიკის თეორიისა და ისტორიის პრობლემებს; 2009 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში პროფესორ ალექსანდრე გობრონიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნა.

ბიბლიოგრაფია:

იაკობ გოგებაშვილი და აჭარა (ავტორი). - ბათუმი, აჭარა, 2000.

სწავლების საკითხები : ლექციების კურსი (ავტორი). - ბათუმი, აჭარა, 1998.

აღზრდის საკითხები : ლექციების კურსი. დამხმ. სახელმძღვ. ლექტორ მასწავლებლებისა და სტუდ. (ავტორი). - ბათუმი, აჭარა, 1993.

სკოლა გარდაქმნის გზაზე. - ბათუმი : საბჭ. აჭარა, 1987. - (ავტორი). - ბათუმი, საბჭოთა აჭარა, 1987.

ბავშვის ზნეობრივი აღზრდა ოჯახში (ავტორი). - ბათუმი, საბჭოთა აჭარა, 1974.

ცხოვრებასთან სკოლის კავშირის პრობლემა იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიკურ მოძღვრებაში. - თბ. : განათლება, 1965. - (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1965.

შრომები

  • ბავშვის ზნეობრივი აღზრდა ოჯახში. ბათუმი, “საბჭოთა აჭარა”, 1974
  • გოგებაშვილი და აჭარა. ბათუმი, “საბჭოთა აჭარა”, 1970
  • კომუნიზმის მშენებელი ახალი ადამიანის ზნეობრივი აღზრდა. ბათუმი. “საბჭოთა აჭარა”. 1975
  • მომავალ მასწავლებელთა მომზადება მოსწავლეთა ზნეობრივი აღზრდისათვის. თბ., “საბჭოთა აჭარა”, 1984
  • ცხოვრებასთან სკოლის კავშირის პრობლემა იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიკურ მოძღვრებებში. თბ., “განათლება”. 1965